გაბრიელი
მტკივა, მტკივა ცის კიდემდე ცრემლი ყელში მებურთება, ნეტა შუბლს არ მივიდებდე... იღბლის ბორბლის შეკურთხება არ მინდა რომ გასცდეს ტუჩებს, არაფერი არ მიხარის ცაო როგორ ჩაიჩუტე, ქარო ვინ ხარ ანდა რა მხრის. ყველაფერი ნაცრისფერი, იმედები დაფლეთილი ... დასაბამით კი ვარ მტვერი, მაინც ვცდილობ გაკვეთილი ჩავუტარო ბედის ტრიალს, ტკივილს ვებრძვი გამეხებით... მიყვარს შენი "ადი... ტია..." შენი სიტყვის ნატეხები. მტკივა ცა და მტკივა ხვალე... იმედს მაინც ვეკიდები... იმ სიტყვებში გენაცვალე... როცა რამეს შემპირდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი