ცეცხლი ბუხარს
შენს ნატიფ სხეულს, შენ სადა თითებს, ფარფატას როგორც ნაყინი ბამბის, თავხედურ სუნთქვით, მორევში ვითრევ, რომ გავარღვიო სიმტკიცე დამბის... გამოგონილი არსების ვნება რომ დაგიმსხვირო ბროლივით ქარში... შენი სიმტკიცე ფიფქივით დნება, ხარ დარჩენილი უნამცხვროდ ბავშვი... არც ჩემი ხარ და არც იცი ვისი, შენ თავსაც კი არ ეკუთვნი ალბათ... როგორც მინდორში ნათქვამი ფიცი გვირილებს შორის ველური ბალბა... ასე საიდან მოხვედი წამში... ანდა საერთოდ მოსული თუ ხარ... ისე მიხდები, ვით ქროლვას რაში ვარსკვლავებს მთვარე და ცეცხლი ბუხარს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი