ვოიაჟერი


"ვოიაჟერი" (სამყაროს ფეთქვის ხმას გადმოსცემს)


სამყარო ჩართულია, კოსმოსი ჩართულია,
ბრუნავენ ბორბლები და ჭანჭიკის ღეროები...
ცხოვრება რა რთულია, კოდები ხლართულია,
დასვრილი ხელისგულით მიფრენენ წეროები...

ფეთქავს და  არ ისვენებს, ანდა ვინ გამოარჩევს,
იდუმალ განაჩენებს, ყდის გარეთ დარჩენილებს...
მზე მთაზე დაისვენებს,  თეთრი ხმის გამო არჩვებს,
კვინტრიშით შეახეთქებს ერთურთის რქაგრეხილებს.


გაივლის სივრცეების, სიბნელის აუზებში,
მიცურავს წყალგარეშე, სიჩუმით რომ ვიდოდეს
(სინათლედ მოგვინდები, ცოდვების პაუზებში,
იქნება არ გაჩერდეს, შენამდე მოვიდოდეს!)

თან მოაქვს ჩვენი ცოდნა, წამებით ნაგროვები
სისხლების ჩაქცევებით, ცხოვრების ელეგია,
სიმღერა, ტრაგედია, სიფრთხილით განდობები
ედემით გაძევების აქამდე შედეგია.

კონვერტად განასკვული, სპირალის ნახტომები,
რაც ვქენით შედეგებით არევით ბაბილონის,
ლოცვებიც არასრული, რწმენების გაქრობებით,
სამთოხეს შევეტევით? ევფრატთან ყვავილობით?

- შენ შემდეგ დავიღვინეთ, და მერე გადავძმარდით,
აფსუს რომ გვირგვინები, ფიქალებს შევალეწეთ,
გვტკიოდა არ ვიყვირეთ, კისერთან გაბაწვრამდის,
ცისკრამდე ვივიწყებდით, ვწირავდით მეცამეტეს...

ეგვიპტის კოდები რომ... აღთქმაში ვერ იტევდი
ლოდებში ვეძიეთ და ოქროთი შევაჩვენთ,
გამოგვაქვს ბოდვებიდან, მახინჯი პერიმეტრით
ნაზომი წესები და ვერავინ შეგვაჩერებს.

გადავწვავთ კატაკომბებს, გუბეთა გაწითლებით
კანონებს მოვიგონებთ, ხალხი რომ გავაწამოთ,
გახსოვს რომ გადაცეცხლე, სოდომი გაცილებით
უარეს შენს გარეშე მოვაწყობთ სასამართლოს...

წესები? ხომ ჩვენია! ისე გვაქს ავარდნილი,
ვცდილობთ რომ დავიბრალოთ სიცოხლის არსებობა...
არაფრის გვრცხვენია, არც ღმერთი, არც მანდილი,
ჩვენია გოდოლიც და ყოველი ნაგებობა.

ენები შენ არიე, ჩვენ ჩვენი მოვიგონეთ,
დავწერეთ წერილი და ოქროში ჩავაქსოვეთ...
პალანეტა გადავრიეთ, ძალიან მოვინდომეთ,
თითქოს არ ყოფილხარ მიწაზე არასოდეს.

ჩავწერეთ აღდგომები, ჩავწერეთ დაცემები,
ჰო ცოტა ვიკეკლუცეთ მიღწევით ამ ასაკის...
ას წელს რომ ვანდომებდით წინათ ქარცეცხლებით,
ახლა მტვრად ვაქციეთ ერთ წამში ნაგასაკი...

გაზებით ოთახებში ჩვენს ბავშვებს რომ ვახრჩობდით,
თან სიქსტის კაპელაში ორ ორღანს ვაკვნესებდით...
სიხლების დაღვრობანას კვლავ ისე ვთამაშობდით
ცოდვების პატრუქები ავანთეთ ტალ-კვესებით.

თან ეს რაც ჩავწერეთ და ფაქტებად  შევინახეთ, 
შენს მიწას გავუჩინეთ ტკივილის  ქავილები....
და ჩვენში აღარ დაგრჩა შენ თანამეინახე,
როგორაც ქარიშხალში ტყემლის ხეს  ყვავილები.

გავტყორცნეთ უსახელო წერილი, მომავალში,
ანდა ვის გავუგზავნეთ თუკი შენ აქ ხარ უცებ
რაშები უსაბელო, წყვილები ორ აკვანში,
ჩაკლული მომავალით, აბორტით ვიკეკლუცეთ...

ვაგზავნით ედემის და ქვესკნელის აბლაბუდას
მიღწევად შევასაღოდ იქნება სხვა არსებებს,
საცოდავ ხომალდში დახარჯულ ბოლო ხურდას
რომელით არ ვაჭამეთ მშიერ ხალს სანაგვეზე...

კონვერტი საოცარი ხანდახან  მალემსრბოლობს, 
რა სივრცეს გაიარს და როგორ შლის თვალსაწიერს,
(იქნება, არ მოგწყინდეთ როგორმე ბოლობოლო,
სულში და გულის ფსკერზე სინათლე დაგვაწიე...)

გადმოგვცემს კოსმოსი რომ ფეთქავს დაზუსტებით
თუ ფეთქავს : - გულია და შენია გულისფეთქვა,
ვიცი რომ შენში ვართ ამიტომ არ ვსუსტდებით,
გაყინულ სამყაროში სიმართლე შემომეთქვა.

ვაგზავნით, ამ წერილს და თან არის უცნაური,
გზადაგზა გადაზომავს ამ ფეთქვის არითმიებს,
დაბრუნდი გთხოვ მიწაზე, ან ჩუმად ან ხმაურით,
ვიდრემდის სისხლისღვრაში სამყარო ჩავითრიეთ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი