ისევ შენ


მტკივა შენთან ყოფნისას ყველა წამი პაუზის,
სიშორეში ნაფიქრი, სახეც დაღარულია,
მთვარე ჩაწოლილია, ლექსით სავსე აუზში,
დაღლილია ეტყობა, ცაში ვეღარ უვლიან...

მეც შევცურავ გვერდულად, მოლიცლიცე სტროფებში,
დრო ჩერდება მაინც და...საათს ვტოვებ ნაპირთან...
ერთად ყველა სიგიჟეს მე შენს გამო მოვეშვი,
ლექსში გავიხმაურე... სადღაც ჩიტიც აფრინდა...

მტკივა შენთან სიშორის, და საერთოდ ყველაფრის,
არ დაცლილი გრძნობების, დახარჯული წუთები...
ოცნებები აწყვია, როგორც დაფას მინანქრის,
დამტვერილი წიგნებით სავსე ძველი ყუთები.

ბოჰემურად ვცხოვრდი, სატრაბახო რა იყო,
ღმერთთან თანაზიარი, გათენებას შევიწერ,
შენი გამოჩენისას ზეცა ორად გაიპო
მეც დაგიხვდი პოეტი... თორე ლექსებს ბევრი წერს...

მთვარეს ყურში ვუყვები, ჩვენი მეტაფორებით,
სხივებს როგორ ვპარავდი და გაქსოვდი ბაფთებად,
ზეცა დაფლეთილია, სიყვარულის ფორებით
ჩემთვის მზეზე დიდი შენი გამონათება.


ცაში დაწერილია, ჩემი შენთან წყვილობა,
მინდა ისევ თავიდან შენთან ყოფნა მაცადონ...
ჩემი სახეწაშლილი, მზიური შეშლილობა,
შენს სახელზე ღრუბლებით მივახატო კაბადონს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი