წვიმს კრამიტებზე


წვიმს კრამიტებზე, როგორც ადრე ასი წლის წინათ,
ანდა ათასი გაზაფხულოს ბოლო ივნისებს...
გაღებულია საუკუნის ჩარჩოთი მინა
მიწა წყლის ნაწილს ზეცისაგან ფრთხილად იმისებს ...

ვფიქრობ წვიმაში აზრი  არის ცაზე მაღალი,
შლის კვალს და ტკივილს გუშინდელის დასავიწყებლად...
და მენანება უსიცოცხლოდ გრძელი ტრამალი,
ის რომ იქნება, წვიმა როცა აღარ იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი