ჩემთან ძნელია


ჩემთან მოსვლა ძნელია, მაგ ლექსების  რეგისტრით
სხვისი რითმის აწყობა, არასოდეს მიცდია,
ბევრჯერ შეიქოქინებთ,სხვის წიგნებზე შეიცდით,
მე კი მხოლოდ მას ვჯღაბნი, რაც თავად განმიცდია...

მუდამ გამოკრული ვარ, ავანტურულ დაცემებს,
და პოეტურ აფრენებს შორის ცისკრის სხივებად,
გაიხედავ ფანჯრიდან, აცვამენ თუ აცმევენ
ქრისტეს ჯვარზე...და იქვე ნული მონანიება.


ჩემთან მოსვლა რთულია, უფრო შეუძლებელი,
მე ნაგავი დავტოვე, როცა ფრთები დავფერთხე,
დაიამინდეც აზრები, დაიშრიტეთ ვნებები
არ გამიზესპეტაკდეთ და არ გამითავხედდეთ.

რატომ უნდა ვიცინო, როცა ირგვლივ სისხლია,
ანდა რა ქეიფია, ან საერთოდ რა განცდა...
რა ღვთიურად აფრინდა მზის ჩასვლაში ნიბლია,
ჰორიზონტი მზეს ყლაპავს...და უეცრად  გადასცდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი