ეჰ
სიგარეტს აღარ ვეწევი, აღარც კანაფის თავაკებს, ღამესთან მხოლოდ ლექსები და ღვინო მალაპარაკებს. სისხლის ცისფერის ბურთები, მიკროსკოპებში არ ჩნდება... მთვარე მოვწყვიტე წუხელი, და მისი გამონათებაც.... მიდის დროს, მიდის მდინარის კალაპოტების ცვლილება, დოლარია თუ დინარი, ყველა ოქროზე იცვლება... ცაში სიჩუმედ ენთება პოეზია და მუზები... თვალების შემოფეთება, და ჭურზე ჭაჭის ბუზები. ყვავილებს გაშლის ბიები მწვადი ჩავწიე ლავაშით თითქოს ჭურისთავს მივები ბუხრის კეცების ვარვარში... რამდენი ღამე დაღამდა სიგარეტს აღარ ვეწევი ფიქრით, საგვარე მარანთან ვზივარ, ურემთან ლერწებში!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი