არ ვიცი სახლი
სადა ვართ არავინ იცის, ჩვენ ვისაც ვიცნობთ და ვხედავთ, ვინა ვართ, ან რატომ, ისიც.. ან ამდენს საიდან ვბედავთ. როდის ვართ, მოსული სახლში, საიდან მოვიდა ევა, რა იყო ის ვთქვათ და ვაშლი, რა არის ლოცვა ან წყევლა... შემოქმედს უმადლის ყველა, თავ-თავის ნოტით და წიგნით, გარეთ თუ შიგნით თუ ყველგან... ყველგან თუ გარეთ თუ შიგნით ... არ იცის არავინ რამე ქათამის და კვერცხის ამბად... გვაქვს ორგვლივ უსრული ღამე და ჩაკეტილია დამბა... ზედმეტი ცოდნისგან გვიცავს, როგორაც მშობელი ბავშვებს... მიწიდან გვიშვებენ მიწას და ჩვენ კი ვერაფერს ვამჩნევთ. რა ვართ და სადა ვარ ნეტავ თავს რწმენებს, ლეგენდებს ვახლით... სტუმრად ვარ აშკარად ვხედავ არ ვიცი სადაა სახლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი