ქაოსი
მდინარე ჩუმად მიდის, წყნარად ირეკლავს მთვარეს, გადებულია ხიდი, და გადის სულ სხვა მხარეს. პოეტის გზაა მრუდი, რადგან ღმეთობის ნიშა, ახურავს როგორც ქუდი... არ ელოდება ნიშანს... ცაზე ინთება ხილვად, ყველა ვარსკვლავი ღამის, გაპობილია ყინვა, და სასაფალოც მამის... არავითარი დრო და ამასთანავე დროში, თუ კი აჰყევი მოდას, არ დაიტოვე გროში... ბოჰემურია რადგან ყველა პოეტის ჩრდილი... მთვარე ზენიტში დადგა, წყალსაც ერგება ძილი... სახლში შორია ისევ სადაც ჩემს ნაწილს სძინავს ვინაც ხვალის დღეს მივსებს, დღესაც როგორაც წინათ... მდინარე მიდის ჩუმად, მთვარეც ანათებს ამოდ ლექსები უნდა უმად ოდნავ მარილით ჭამო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი