გვირგვინი
ჩემს თავშია სამყარო, ჩემს თვლაშია სამყარო, იდუმალი ფერების, გაცვეთილი გამები... ცდილობ შენი დასკვნები ფაქტებით გაამყარო, სადღაც ცაში მიდიან ფიქრთა ლიანდაგები. სიკვდილს ისე ელოდი, როგორც შენს დაბადებას, რადგან უცნობ თარიღებს, მხოლოდ ღმერთი ალაგებს ყვავილებით მობნეულ ბილიკს დარდი დანებდა, ტკივილი და ცრემლები ცასთან გალაპარაკებს. სისხლის წვეთი ყოველი შერეული მიწასთან, კიდევ ერთი სიმწარით გაახლოვებს უსრულთან, ღამე ღელეს მიჰყვება ფიქრი კუბოს ფიცართან, ბავშვობიდან ცივ ქვამდე, გაფრენიდან უფსკრულთან. თეთრი მიმოზებია, ვარდისფერი ატმების ყვავილების ფოთლებში, არეული მიწაზე... თუკი ახლა მოკვდები ცაში გაიფანტები, მშობლის სული მუდმივად ხვეულებში იწამებს. ფიქრი მცირე გონებას, ათამაშებს ბურთივით... მხოლოდ ბნელი ტყეა და არაფერი სათქმელი... სულ იცინეთ ნუ სტირით, სულ იცინეთ ნუ სტირით, წკვარამს ალზე დაიხვევს, თითზე თხელი სანთელი.... ამოდენა სამყარო თავში ვიტ ჩაეტია, უსასრულო ბრუნვები, აზრში რომ მოაქციეს... ერთიც, (სუფთა გონება) სამყაროზე მეტია, ღმერთის ტოლი მიხვდება მხოლოდ - ღმერთის საქციელს ! სიზმრის ჩრდილში გამოდის, რადგნა ვერ მომაწიეს, ხმა და მომამაჩემო ჰაბიტუსის პროფილით, რომ სამყაროს უსრული მარჟა ისევ ასწიეს, რომ ვარ ცათა ზიარი, მიწით უარყოფილი... ერთ წამში ჩაეტია იმ უსახურ აჩრდილთა საშინელი განცდების მირტყმა ნათლის კარებთან ჩემი უსასრულობაც წრეში ისე გაფრინდა... როგორც ტვინის ხვეულთა შავ ხვრელზე დადარება. ისე მტკივნეულია , უსუსური იმედი, როცა ორბიტალებზე გასული ხარ უცნობი... მხოლოდ ლექსის ნაკემსი მოსასხამით მივედი, და ტკივილად მაჩუქეს ხედვა გამოუცნობის. ჩემს თავშია სამყარო, ჩემს თვლაშია ხვიები... უხილავი გვირგვინი, მოოქროვდა საჩემოდ და პოეტურ მიხაკებს მუდამ სჯობნის იები,... მიდი ჩქარა ისუნთქე, სუნთქვა არ გააჩერო... ჩემს თვალშია სამყარო, მზეებს ვიტევ გუგებში იდუმალი ფერების, სპექტრის ხილვის ხარება... ვსუნთქავ ლექსის, ზეცაზე გადაკრული ნუგეშით, გვირვინია მუზა და რთული არის ტარება !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი