ფრანგული მზის ქვეშ


მზე ფრანგულად ანათებს ნიცა დუღს და ქაფქაფებს,
დათო რეკავს... დრო გადის, წუთ-წუთად და წამ-წამად
პარიზიდან შემოდის, ვერ ვახვედრებ დაფდაფებს,
მაგრამ ლუდიც ბლომად მაქვს და ზემოდან რაც წავა.

უკვე ნამილანარი, ისტორიით ვეხვევით,
და ვიხსენებთ, მაძერატს ნივა უდგა ძმასავით...
-მე ვიცოდი რომ მალე უსათუოდ შევხვდებით
დამნახავი სულ ხედავს თუა "დასანახავი"

პლაჟზე ფრანგულ საუბრებს შევერიეთ გართულნი...
ზღვამაც შეკრა კოპები, ტალღით ქვიშა გახაზა
ლაპარაკობს ქურთულად, თბილისური ქართულით
სულით გულით კეთილი, გარუჯული რამაზა...

უცებს ზღვიდან ხელს მიქნევს,- აქეთ მოდი ძმა ნახე,
"ბიჩო" მგონი ფრანგები, ზღვაში მარილს აყრიან   
-ხმელთაშუა ზღვის გემო მლაშე არის შავ ზღვაზე,
თვალს ვუკრავ და თან ვფიქრობ მაშაყირებს: ნაღდია...

მერე როცა მზის ჩასვლას დავულოცე არშია
ლუდი იყო ან ღვინის მომცრო ცივი ბოთლები,
ასე მითხრა: პირველად დღეს ვიყავი ზღვაშიო
(საღამოს ქარს მოჰქონდა, ქვებზე მშრალი ფოთლები)


მაგრამ ღირდა მოთმენად, ანდა ცდად და ლოდინად
ეს ამბავი, სიჩუმის ფარდა დიდხანს ეფინა,
ზღავშიც არის ნამყოფი, თეთრი ქვიშის ბორტიდან,
მთელი პლაჟი ვხედავდით, როგორ შეიდელფინა.


მიხაროდა, მზის ჩასვლა, თვითონ სტუმარს: სტუმარი,
რაღაც მაინც ხომ მოხდა, კარგი და სამახსოვრო...
მუდამ გვქონდეს სურვილი: ვშლიდეთ ზღვასთან პურ მარილს...
ღმერთმა გაგვაძლიეროს, ასი წელი გვაცხოვროს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი