ტყვე საქართველო


მაინც არ მეძინება, ღამეებზე ფიქრებით,
სულში ფორიაქია, დილა იტყვის დანარჩენს.
დავითის დროს თბილისში, სახელს გადაირქმევდით
ალბათ, რომ დამალვოდით სამართლიან განაჩენს...

თქვენისთან კაცები, სულ და ყველგან იქნება
ქართულს სისხლში ღალატის, გენი მუდამ ერია,
რას მიიტანს სამშობლოს ფეხზე დგომის რითმებთან?
კაცი ყველა კაცია? ერი ყველა ერია?!

მაინც არ მეძინება მთვარე ცას შეაბობღდა,
მალე გაილაჟვარდებს, ცისკრის შაშვი ჭალაში...
ისე შეკრა სამშობლო, როგორც ბუზი ობობამ
და გაყიდვის სურვილი, როგორც მადა ჭამაში

ისე მოგდით ნერწყვს ყლაპავთ, სურვილს აღარც გვიმალავთ,
იუდასაც კი შერცხვა თქვენი საქციელები,
სინდისმა და ნამუსმა შეიხურეს ნიჟარა,
ასპარეზზე გამოდით სისხლიანი ხელები !

მაინც არ მეძინება, მტერმა ბოღმა ჩაღვარა
ტკივილი კი მეტია ვიდრე თავად ქართველი...
სულით ჯუჯებს ტყვედა საქართველო  ჭაღარა,
დარჩა მხოლოდ ქმედება, ანდა აღარაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი