შენ
გახსნილია ვენები, მოხდილია ჭურები, კოცნად გადაგები, წვიმად დაგეპკურები... ქარი გარბის ყანაში, შენი სუნთქვის აკორდით კოცნით, თამაშ-თამაშით, ყვავილებში გავრბოდით... გახსნილია ზეცები,შვიდი რვა და ცხრა ათი, ცაზე ღრუბლის ზეწრები, დილის ექვსი საათი... მიწოლილან მორები, ნაღვერდლიან ბუხართან, მუზას გაეზმორები, რუსთაველს რომ უყვარდა თამარ ქალის მანდილი, ისე მიყვარს შენი თმა, ჭურისთავთან სადილის შენი ხელით შერითმვა... მაგ თვალების ფსკერიდან არეკლილი დილები, ჩვენი სუფთა კერიდან, ფეხადგმული შვილები... მიყვარს შენი ხელებიც, გაბუტული გახედვაც, რითმის ველურ ცხენების, მხოლოდ შენთვის გახედვნა, ტყემლის თეთრი ფიფქებით ხეები და ბუჩქები შენი სუნთქვის რითმებით წაკვნეტილი ტუჩები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი