კიდევ ერთი მონატრება


არის ერთი მიგნება ჭრელი ფერის გამაში,
მივაბიჯებ ქუჩაში, ჯიბეს ვსინჯავ მარჯვენას
(თვალს მჭირს ტოსკანური მზის ანცი სხივის თამაში)
სახლის გასაღებები, მომხვდა ხელში ამჯერად...

ვფიქრობ, რა სიდიდეა, რა უზომო ნუგეში
როცა უგასაღებოდ ხედს გაჰყურებ მთებიანს...
ესეიგი შინა ხარ, ქუთაისის უბნებში...
სახლში ოჯახია და თან შენ გელოდებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი