მახსენდება ხანდახან
მახსენდება ხანდახან, ლოთი გენიოსები ღიმილს დაღი გახაზავს, სახეს ღვინო აშრება... მობნეული მაგიდას ჩანგლები და კოვზები სტატიები გაზეთის, დახეული ნაჭრებად... დომინოს და კამათელს აფორმებდა ნაფაზით... საფერფლე და წიგნები გვერდით იყო ჩრდილებად... გოეთეს და მერიმეს, ლენინის და კარლ მარქსის... ციტატები ქეიფში, ფერმკრთალ გაკვეთილებად მუდამ წვერგაპარსული, მუდამ წესრიგს ნაჩვევი ლოთი პირდაპირი და ყველა სხვა გაგებითაც.. ისე ჩარჩა ჩემს ტვინში როგორც ბომბის ნარჩენი ახლა ფაქტებს ვალაგებ უარყოფ-დადებითად.... ........ მზე შემოდის დახრილი, საფერფლეზე არეკვლით და თუთუნის ნისლშია მოყვითალო მაგიდა ბოთლებს ნათლად ეტყობა გუშინდელი გარეკვით მათთან ერთად ღვინოში საღი აზრიც გაფრინდა... სასაცილოდ ისწორებს ცხვირზე დაფშვნილ სათვალეს, მაგიდაზე წიგნია, გვერდით არყის სირჩებით კბილში თითქმის დამწვარ ღერს ნერვიულად აწვალებს დამინახა და შეცბა მოიფშვნიტა თითები... ბიჭებს ველოდებიო, გადაკრა და გაგუდა ჭაჭის მძაფრი სურნელი დატრიალდა ჰაერში... სხვა კარიდან შემოდის ფილოლოგი ბაბუდა -ამ სმას რა ჯანდაბაა, შენ რა ვეღარ გაეშვი? აწყობს ქალურ წესრიგში, ამ ქაოსის ნაკვალევს მზემ სხივები დაუშვა იატაკზე რაფიდან ამან გაიღიმილა... ხელიც აღარ კანკალებს ოსტატურად მოკეცა სწრაფად არყის გრაფინა .... ერთხელ როცა ასაკით დიდებს გვერდით ვუჯექი, ვთვლიდი ბეშის რა იყო დარჩენილი "თათებში", იქ ვიღაცა ახალმა სხვათა შორის იკითხა ვისია ეს ბავშვიო, რად არაა ბავშვებში, ისე ცალფად ახედა, შეეყინა სახეზე გუშინდელი ქეიფიც დღევანდელი გამოსვლაც... თვალებს მიკრავს თან ამით საშაიროდ მაქეზებს დარჩა ერთი ბოთლი და კიდევ ორი ჩამოსხმა... ლექსი რადგან მიყვარდა ახლაც ისე მაშინაც პაექრობა მოვიგე, კაკო რომ თქვა სუფთათი, აგერაა ფული და აგერაა "მაშინაც" წაგებული ჩაბარდეს, ღვინო თავის სურსათით... ..... გულით მარტო იყო და იქაც მარტო წავიდა არავინ არ დაემთხვა გადარჩენის მიგნებით მახსოვს როგორ ტიროდა, დედაჩემის მამიდა... სასთუმალთან წიგნები, ფანჯარასთან წიგნები.... მეგობრების არმია, მეხნაცემი დოსტები... სახეჩამჟავებული ჩუმად სვამდნენ ბოთლიდან... ვერავინ ვერ მივიდა გადარჩენის მოსწრებით.... დარჩა ბევრი წიგნი და მომტირალი ორი და... წლები ჩქარა მიდიან, ზეცებს ცვლიან ზეცანი მოვა დრო და მიწაზე აღარავინ ვიქნებით... ვფიქრობ ამ ცხოვრებში, შენ რომ არ გამეცანი, ნეტა მეყვარებოდა დალევა და წიგნები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი