სტრიმები


გტკივა უცნაური სევდა,
სულში ფარულია დავა,
სარკეს ემალები შენ და
ფიქრობ: გიმძიმდება გავა...

მერე მაკიაჟით ცდილობ
ნელა დაემსგავსო მერლინს,
მზეზე მოუქნელად ცვილობ,
ფრაგმენტს წააგავხარ მერქნის.

ასე იტვირთები შენით,
რადგან არავისი გჯერა,
ვინმეც გესლიანი ენით,
რამეს გადმოგიგდებს ქერა.

წყვილში ყოფნა გინდა უე
ჭველი, გეუბნები მე შენ,
ფეხი რომ ჩაარტყა რუებს,
ცეცხლი წაუკიდო შეშებს...

კოცნით გააგიჟო ვნება,
დილა დაგათენდეს ბანზე...
მერე ის ცხიმებიც დნება...
შენ რომ მოიხვიე თავზე...

მერე გოგო ხდები მისი
ანდაც სულ გაყვები ცოლად...
ხოდა აწი შენც კი იცი,
აწი დაიკიდე წონა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი