ლექსი არის
ჩაცვენილი თვალებით, მზეებს ვითვლი კვირაში, და ულექსო დღეებით, თითქოს რამე ვაფუჭებ არის მთელი ცხოვრება ნემსის ძებნა თივაში, ტკივილს კარგა ხანია ვერ და აღარც ვაყუჩებ. ზოგი არჩევს სიმინდის ჭყინტი ტაროს ულვაშებს, ზოგი არჩევს შავს და თეთრს, დღეს კი ესეც საქმეა, ზოგს ფილტვები სჭირდება სიცოცხლისთბის სუნთქვაში, ზოგს სჭირდება ლაყუჩი, ზოგს სჭირდება ტრაქეა... დილა ზეციურია, უფრო მზის შეფერებით, ცა ირეკლავს ჩემს სახეს, სარკე აღარ მჭირდება... მონასმები რაცა მაქვს ლექსი და სიმღერები, ვხედავ კატასტროფულად უფრო მეტი მინდება... მეფეს უნდა გვირგვინი, ლიქნი ნაზირ- ვეზირებს, რადგან უკვე არ მყოფნის მხოლოდ სხვისი განცდები, ორბიტალურ მასალებს თავად ვასინთეზირებ, ვიდრე ოთხი საზომით ჩაკეტილ წრეს გავცდები. ერთი ზეცა არ გვყოფნის, ამდენ ფერად არსებებს... ბევრი სისხლის მსმელია, სხვა შაშვი ან ნიბლია... ეჭვი რომ გაქვთ: ნეტავი რამე თუ იარსებებს? -ღმერთი უფრო დიდია ვიდრე იტევს ბიბლია... ჩაცვენილი თვალებით, თეთრი თმებით ვინ მიცნობს? მზეებს ლექსში მოვიმწყვდევ სულები რომ გავათბო... იმ დღეების დაზღვევად, ცუდად რომ გავიღვიძოთ ვთქვათ და აღარ გათენდეს, აღარ გამოანათოს... არის მთელი ცხოვრება ნემსის ძებნა თივაში, არის ქვიშის მარცვლების ზღვის ბნელ ფსკერზე ძიება... ლექსი არის სამყარო, განსხვავებულ ხილვაში, არის აღასარება და არის მონანიება !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი