ქალი-ლექსი


მდინარე გაშლილი ჭალაში
მინდორზე მდინარის წვეთები,
მწვადები, ყველი და ლავაში...
მოდიხარ პეიზაჟს ერთვები

გადრიკე დეკა და  იები,
მაგ ნაზი ტერფების დაცემით
ქამარში ჩასმული ტყვიებით
გიცქერენ პირღია კაცები.

ნაპირთან მოსული ნავები
ეძახდნენ თავიანთ ნაოსნებს,
უქუდოდ დატოვე თავები
ქალი ხარ სავეფხისტყაოსნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი