დროს ვკლავთ
ვჩეხდი ტყეებს უტოპიურ გაგებების, მენტალობის ... სინათლისკენ ვდევდი ღვთიურს... მე ვწამობდი, მე ვწვალობდი... ყველა ნაბიჯს შიში ახლდა, სახლის შიში, ქუჩის შიში, ბევრჯერ ნასიზმრევი ახდა, ზეცის შიშმა მითხარა ქიში... გოგოს სუნთქვა რა შიშია, ესეც ვერ გავაზიარე... ცხოვრებაა, ვარჯიშია, გაძლიერებს, გაზიანებს... სისხლი ფიქრთან ნაზავევი, სამართალი მართალია... ჩხუბები და დაზავება ჭედს და აწრთობს ადამიანს... კაცი არავინ არ მყავდა, ნაფიქრი და გული მენდო... არც ქალი და ბავშვი მგავდა ვინმე სულის საიმედოდ. ვჩეხდი ტყეებს უტოპიურს, სამართალის ძიებაში... იმქვეყნიურს, ამქვეყნიურს ვადარებდი ციცქნა ბავშვი... არაფერი არ მინდოდა, ახლაც არაფერი მინდა, სანამ პეტრე მოვიდოდა პავლე ტყავს აძრობდნენ წინდად... მე ნაფიქრი მქონდა ცები, სინათლისკენ ვდევდი ღვთიურს... -ბოროტებით, დროს ვკლავთ ვცდებით! -დროს ვკლავთ არაამქვეყნიურს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი