დილა ანტენების თავზე
გაიფრინა ჩიტმა, ანტენების თარო... საფიქრებელს რაც მაქვს კუდზე გამოვაბავ ღმერთო თუკი უჭირს ვინმეს შვილის გამო კეთილ გაგარძელება მიეც ყველა ამბავს... ანტენების თავზე გადის ჩემი მზერა, ასე მოუწია ფანჯრის რაფის გასწვრივ... შვილებს ბედნიერი ჰქონდეთ ბედის წერა ვფიქრობ მზეშიც, ქარშიც, მათოვსა თუ მაწვიმს... თვალი ისე სწრაფად უბრუნდება კედელს, რომ სამყაროს იტევს ფანჯრიდან და უკან ნეტა რა იქნება ამ ფიქრების შემდეგ? ნააზრევის გავლით რამე გეგემა თუ გაქვს? ვეკითხები ჩემს თავს, მზერა ისე გარბის, სივრცე იღებს გულით ანტენების ბებუთს, გოგონები ისევ თამაშობენ "ბარბი" - ით, ბიჭუნები ისევ თამაშობენ ფეხბურთს... თვალის გახელელისას გაიფრინა ჩიტმა, ანტენების თავზე, ლამის დილის ექსვზე ტკივილიც კი უცებ ისე გაირითმა თითქოს სადღეგრძელო ფეხზე დგომით შესვეს ... შვილებს გაუმარჯოს, კაცებსა და ქალებს, გოგონებს და ბიჭებს... გულში სითბო ენთოთ... ბედნიერი ზეცა მიეც იმათ თვალებს იღბალი და ჯანი და მშვიდობა ღმერთო! გაიფრინა ჩიტმა თვალის გახელისას მე რომ ვფიქრობ ჩემსას, ყველა ფიქრობს მისას ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი