თევზაობა
ანკესზე ვაგებ ფრთხილად, ბურღულს, ვანილს და შაქარს... ვართ ორი დოსტი პირას მდინარის, ჭია არ გვაქვს... სამაგიეროდ ფილე შებოლილი და ლუდი... ტანზე ვიფერთხავთ სილებს, ვზივართ სამზეო ქუდით... მოდის მოხუცი კაცი რაზე მოდისო გვკითხა... დაგვადგა სახით მკაცრით -აქ ვთევზაობო დიდხანს... თეთრია ჭიაა, მაგე? ძლიერ ასიცხდა რაცხა კაუჭზე ცომს რომ ვაგებ როგორ შევკადრო ამ კაცს ? მდინარე იწვა მზეზე, ნარჩენებს კრეფდა ვირთხა... ჰე რაშვებითო, ფეხზე მდგომმა მეორედ მკითხა... ჭიქას ვუვსებ და ვაწვდი ღიმილს ვმალავ და ვბორგავ... -ცომით ვთევზაობთ აწი, თევზი ბაზრიდან მოგვაქვს ! მზეს გახედა და მერე ჭიქა დაცალა ჩუმად... -ადრე ვიჭერდით წვერებს ვჭამდით ნახევრად უმად. თქვა და ღიმილის ფერმა გადაურბინა სახეს, თქვა: - იქით მაქვსო ფერმა, ხელში ეჭირა სახრე... მადლობა თქვა და ნელა ბილიკს აუყვა ხვნეშით... თანდათან უფრო ბნელა ამ წყალწითელას ხევში... ჭიქებს ხელახლა ვავსებთ გვიკეთებია ბევრგზის... ჩვენს საკონდიტრო ანკესს მაინც მოედო თევზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი