უსათაურო
ქუჩაში გახვედი ჰაერივით, იქ მზეზე თბებოდა ქვაფენილი მზერები ერთმანეთს დაერივნენ შენ მხრებზე და ზურგზე დაფენილი... ღია თმებს მსუბუქად გიკოცნიდა ნიავი ქუჩებში გამოცრილი, ცელქობდი თვალითაც, მიმოხვრითაც ბავშვი და დიდივით გამოცდილი. წველიდა თეთრ ღრუბელს აჩემება ჯიქანში ლექსები შეიჩერა, მიგქონდა სუთქვების გაჩერება ღიმილში იტევდი ბედისწერას. ქუჩა კი მინებით გამრავლებდა, ყველა მხრით შენ ლანდებს გატოლებდა... იყავი ზერთული დავალება და ვერ ამოხსნილი განტოლება... ლამაზი ნაკვთები მოელავდნენ ღიმილში ეშმაკურ შეხტომებით... ამ ქუჩის ბოლოდან მოედნამდე ყველა კაცს საცოლედ ენდომები... ქალსა და ბავშვს შორის განარჩენი... ქვაფენილს მზის სუნი ასდიოდა... მახსოვხარ შენ მხოლოდ...დანარჩენი? არც სითბო იყო და არც ციოდა. მზერები ერთმანეთს დაერივნენ... ფიქრები შენი თმით წანახვეტი... ქუჩაში გახვედი ჰაერივით, ფილტვებით ვენებში გადახვედი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი