ბავშვობის აჩრდილი


ქარი აწვენდა ვენახში ბალახს...
ტყეში გარბოდა აისზე ტურა,
უკვე წარსულს, ან სიზმარში ნანახს,
ვხედავ მაშინაც თვალს როცა ვხურავ...

გადამწვანებულ მინდორში ბია,
წითელ ტყემლების ათეულს უცქერს...
იქ ბავშვობაში თენდება გვიან
სხვა ფიქრით ფიქრობს, სხვა გული უძგერს...

ჩემს იმ მონაკვეთს ალუჩის ხეზე,
რომ ამის მერე თხილებში გავალ...
გამოვიპარე უქუდოდ მზეზე,
და ფეხშიშველი გავირბენ ტრამალს

რომელიც მოჰგავს, იმ ბილიკს ტყემდე
და გაძენძილი მაყვლების ბარდით..
გადასახტომად ბავშვობას ვენდე,
სახლში მისული კი ალქაჯს ვგავდი...

ქარი არწევდა ვენახს და ტყემლებს
ალუჩით სავსე ჯიბეებს ვიცლი...
ღობეზე ვზივარ...მომყვებადე დღემდე
ეზოს სურნელი და დილის ნისლი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი