დაბრუნება


როცა დავბუნდები, ცაში გაკიდული,
ბაგრატს მომაგებებ ქვაზე ბალახებით
ქვაში პოეზია არის ჩაკირული,
რიონს ხიდებია როგორც არტახები....

მთლად რომ დაბნელდება, ხვამლის კონტურებზე,
ცისკრის ვარსკვლავივით გზები ჩამინათე
ისე შემოდიხარ სულის ფორმულებზე
დარდით დახვრეტილ სულს ლექსით ათინათებ.

ღმერთმაც სიკეთე რომ შენში გააჩერა
როცა დავრუნდები ქარით გამიტაცე...
შენზე ფიქრი დამაქვს როგორც გადარჩენა
როგორც სავიზიტო სიტყვა, სხვა მიწაზე...


საბაგიროებით გორას მიგვაქუჩავ
მაღლა მუზები რომ უფრო ვანათელო,
ფეხით ჩამოვირბენ...რუსთაველის ქუჩა...
"სამი ოთარი" და "კინო საქართველო".

როცა დავბრუნდები, ცაში გაფრენილებს,
სულებს მოვიგონებთ, ღვინით და ლოცვებით
უნდა ჩაგეხუტო, ყველა ქვაფენილზე
შეც რომ გაოცდე და...მე ხო გავოცდები !

მალე დავბრუნდები, ბევრი საწერია...
როცა დავბრუნდები ქარით გამიტაცე...
ღმეთო დაგვიფარე, ვის რა აწერია?...
მე და ქუთაისი,  აქაც სხვა მიწაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი