ციდან გამოხმობილი ...
ციდან გამოხმობილი, ყველა სხივი იმედის, ისე ელი დასარულს თითქოს დასაწყისია... უგუნური ფანდებით, წუმპეს თავად მიხვედი... შენ გგონია რომ მალავ, მაგრამ იმათ იციან... რომ სიკეთის სახელით ოქროს ახლაც აგროვებ, სისხლის ფასად შეწონილ, ომებად და ჩეხვებად... ნაწამები სულები, მხოლოდ ლოცვებს ამბობენ... ძლიერ რთული იქნება, დასაწყისთან შეხება.... ვშლით და ვაწყობოთ ბოროტი განზხრახვების ნახატებს... სამართალი სად არის, მხოლოდ ღმერთის ხატშია... მალე მოვა ტკივილად, ცასთან გალაპარაკებს, ჩუმად! პლანეტარული გადაწყობის მარშია... ვინც აბრუნებს ამ ზღვების და მიწების ტორტმანებს, ვხედავ ან გასულია, ან ვერ ვიგებ რეგისტრებს... უკვე მეათასაჯერ, სიმართლისთვის მომკლავენ, უკვე მეათასეჯერ სამართალი ვერ მისწრებს... ანდა არ თვლის საჭიროდ, თუ არსებობს ჩამთვლელი, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, საკმევლით და ლოცვებით... უსამართლო ცხოვრება...კოცნა უკანსკნელი... ტრამალები სავსეა, უსახელო ბორცვებით... ზუსტად ისე არაა, როგორც ადრე ვიცოდით მხოლოდ განმარტოება და მოშვება წვერების წყალში ჩაწერილია, ყველა ფორმა სიცოცხლის... ვცდილობთ, ყველა ძალებით წაშლას ჩანაწერების... სული თუკი არსებობს, როგორ საკურთხს ვასრულებთ, იმ ფორმით და განცდებით თუა სავსე ბნელეთი... თუ კი ჩემი ნაკმევი კვამლი გადის სასულეთს ერთი სიტყვით თუ გაყო მართლა ზღვა და ხმელეთი.... ამდენ უსამართლობას, რატომ იტანს ვერ ვხვდები, ამდენ სისხლს და ჩონჩხების მიმოფანტულ ნაწილებს ... სამართალი სადაა: ზოგი ვარსკვლავს ვეხებით, ზოგი ხელის კანკალით ლუკმას და პირს აცილებს... თავის შეფარებაა ლექსი შუბლზე მივიდე (თითო თავში სამყარო უსასრულო ხვიებით...) ჩემვის მხოლოდ ომია და ტკივილთა სიდიდე, არაფერი იცვლება ალბათ მონანიებით რადგან, მხოლოდ სიკვდილი გვათანაბრებს მიწასთან... და ცასთანაც იგივე... ქაოსია ჭკუაში... ერთანირად წააგო ყველამ ვინც მოიცადა, ანდა არ მოიცადა, ანდა დადგა შუაში. მხლოდ ლექსი იქნება ჩემი თავშესაფარი, როცა ყველა დაიწყებს "ღმერთის", ძებნა მიგნებას როგორც იავნანამდე მოყოლილი ზღაპარი... აზრის გასხივოსნება, დაშლა გალაქტიკებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი