აღარაფერი არ მინდა


როცა მამალი პირველი, ყივილით ჩახევს დილას,
როცა გუშინდელ ნამწვადარს, ისევ აუდის კვამლი
დაცემულია ბანაკი, მთის ფეხს მდინარის პირას,
მთვარეს ჩაყლაპავს რიჟრაჟით მოშიებული ხვამლი...


ცოლიკოურის წვეთები, დაკიდებია ჭიქებს,
ჭიქებს დალეწილს, ჭინჭილებს, მთვრალებს გაშხლარუთულთ მინდორს,
იმერი თუმც არ სჭირდება სამი წლის ნაწურს გიქებს,
თან მზე ენთება თვალებში, რომ ეთანხმები იმ დროს.

მზე გადატყდება ღვინოში...(სადაა მე როგორც მინდა)...
საფიქრებლებად, ღიმილად, იმედებად და დარდად...
აღარაფერი  არ მინდა შვილების  ჯანმრთელობის და 
ოჯახის ბედნიერების...მათი ღიმილის გარდა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი