როცა ქუჩის ფერები...
როცა ქუჩის ფერები, მხოლოდ ნაცრისფერია, არის საჭმლის დაყოფა: პატარების, დიდების... და კედელთან დახვრიტეს ყველა ზღაპრის ფერია... დგახარ ქუჩის ბოლოს, სისხლის კვალს აკვირდები... სხვისი მოგონებები გესმის ისე ამაყად, თითქო შენი სამშობლოს სახე უნდა დაიცვა ისევ სისხლი დაღვარეს სადღაც ციმბირს გადაღმა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო, მარტმა და ქუთაისმა... ოცნებები წაგვართვეს, საქმით და ლაპარაკით ზოგმა თავი შეაკლა, ზოგმა მხოლოდ სიკეთე... ბავშვი როგორც ასეთი, ჩაკლეს აღქმა ასაკის გადმონაშთი დროების, ახლა შვილებს გვიფეთებს.... ქუჩის ფერი სუყველა, შავი და ნაცრისფერი... კონტურები თოფების, მცდარი არარაობა პურის რიგში მძინარე და ნახევრად შიშველი... გაყინული, მშიერი, უმორალო თაობა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი