მინდა ლექსი დავწერო ...


მინდა ლექსი დავწერო, სწრაფი როგორც სინათლე,
ვიღებ საწერს, ეკრანებს, აღარ არის ფურცლები...
გაიზრდება კოკორი ვარდის ვიცი დილამდე,
სანამ მონატრებისგან, თვალზე ჩაიკურცხლები....

მოტივები ვაგროვე, აბგა ლამის სავსეა,
თუ არ მეყო ვსესხულობ ციდან და არ ვკითხულობ
თქვენთვის რაც კი ისეა, ჩემთვის მუდამ ასეა,
სუნთქვა  სხვანაირია, აზრი კიდევ მით უფრო.

არაფერი არ მინდა, რადგან ყველაფერი მაქვს,
მხოლოდ ხელის გაწვდენა და ლოცვა ვერ ვისწავლე...
(აუ გაკვეთილზე ვარ?! ჩამეძინა მერი მას...
თავს ვწევ ხელით გაბზარულ ქუთუთოებს ვიწვალებ) ...

სიზმაშიც კი სხვა სიზმარს, სხვანაირად ვნახულობ,
გამოსასვლელს ვპოულობს, ანდა სხვა მხრის შესასასველს...
ვცდილობ რომ არ შევცოდო, ვცდილობ რომ ვიმარხულო...
ვცდილობ სწორად ვისუნთქო, ბოლო ამოკვნესამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი