ნახევრად ბნელი ოთახი...
ნახევრად ბნელი ოთახის რაფას, ჩამოყრდნობია მზე ცალი სხივით.... მოპირდაპირედ ქალი სჭამს ფაფას ყელზე ზონარით და ქარვის მძივით... ისე უყურებს სივრცეს და ჰაერს, რომ გული წყდება აშკარად დროზე... თითქოს საღამოს კედელთან ჰკლავენ,.. იხსენებს ალბათ ფრაგმენტებს ომზე... მე ასე ვხედავ მის დამჭკნარ სახეს, უიმედობას ასხივებს მძაფრად, ანდა სინანულს და დროის მახეს... მზე დაყრდნობილა სხივებით რაფას !...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი