თუკი არავინ არ მოგკლა
თუკი არავინ არ მოგკლა პოეტების დროში ცხოვრობ როცა მურმან, მუხრან, გოგლა ტერენტი და ბოლო ბოლო გალას ხედავ, ჭიქას უვსებ... თან ტიციანს გადახედავ... როცა პოეზიას უმზერ ცოცხლად ხელის შესახებად კი დაწერ და კი გარითმავ კიდევ ბევრი მაშინდელი წერდა ბედის ალგორითმებს დიადი და შუბლნათელი... შენ თქვი ახლა რა უნდა ქნა წერო როგორ ან რა პირით... ნათქვამია რაც უნდა თქვა გამოწურეს მტევანივით მზე აბრწყინებს ბუჩქზე მოცხარს შაშვი გალობს, სუნი გნუსხავ... რამეს დაწერ: როცა ცოცხალ პოეზიას ღვინოს უსხამ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი