ძალათ პოეტებს
ლეონიდასი, სპარტა...ან ქსერქსე... შტახსი, არგანი, მწდე ანდა წინდი... ახსენე უხვად, ასე "რთულ" ლექსებს გიწონებს ხალხი, შენიც რა მიდის... ხან ისტორიას ჩაჰკარი თათი, ხან მითებსა და იგავ-არაკებს... დასცხე ლექსებში სიტყვები მათი, ლექსი რანდე და "ალაპარაკე"... ბიბლიაც იქვე, ენდობა ხალხიც, ზოგს განაგონი აქვს კიდეც სადღაც... ღამე ფურცლებზე თავს ისე ახლი რომ დილისათვის გექნება დამღა... არა პოეტის და ცისფერსისხლა არცერთი ძაფი არ არის შენში, ვერაფრით იგრძნობ ვერისას სისხამს ისე კი იტყვი ერში და ბერში... რომ პოეზია ლაჟვარდებს გითმობს რომ ლექსის მადლი გიშერად თვალობს სტროფის მირონი მოგწვეთას თითქოს როცა ღამეში ლექსისთვის წვალობ !... არადა თეთრი ფურცელის შიში,.. ყველას გაქვთ გულში ძალათ პოეტებს, სამწუხაროა რომ თქვენი ჯიშით ვით სარეველა ისე მოედეთ !!! ნატანჯი ლექსით ითენებთ დილას, მახინჯი სული, ყალბი ნიღაბით, რომ დაიფაროთ ფუ მე თქვენს ჯილაგს იგივ ნეხვში ხართ სადაც იყავით. ლეონიდასი, სპარტა...ან ქსერქსე... შტახსი, არგანი, მწდე ანდა წინდი... ახსენე უხვად, ასე "რთულ" ლექსებს გიწონებს ხალხი, შენიც რა მიდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი