თუკი პოეტი ხარ


ცხელი ქვიშასავით, ქარით ანახვეტი,
როგორც სახრჩობელას ყულფის პარაფინი,
კვამლად იქეცი და ბოთლში გადახვედი,
წვიმად დღეს მოდიხარ გუშინ განაყინი...

შენში მზეებია, ლურჯი ვარსკვლავების 
ნელი ელეგია, ციკლებს ეწირება,
უსრულ ჰიპოთეზებს ისე გადაები
როგორც პროცესიას ბოლო შეკივლება.

ქვევრში ჩანთხეული, მთელი ბუნიობა,
ხვლიკის გაშტერებით მზეზე გააშიშვლე...
ბუ რომ დაღამებას ტყეში უკიოდა
ალთან ღვინოს სვამდი დევის  პანაშვიდზე....

თუკი შეიქმნება კიდევ სხვა წიგნები...
თიხას მოზელენ და სიბრძნით შთაბერავენ
მარადისობაში ისე ჩაინთქმები,
თითქოს ღილი ხად და კაბას გაკერავენ...

ყველგან იქნები და არსად არ იქნები...
სანამ იარსებებს თავად არსებობა...
თუკი პოეტი ხარ ცაჯერ შთაინთქმები
ცაჯერ გაქრები და ცაჯერ ციდან მოხვალ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი