პურის ყანა
მზეზე ლივლივებენ თეთრი თაველები ზეცას მიაქვავდა ორბი... ძნების მოგროვებას შეემტკაველები შორით ქერა გოგო მორბის... ისე ედრებიან თმები ხორბლისფერი ქარში მოთამაშე ხორბლებს... ველურ სურვილისგან მუხლში მოიმტვრევი კოცნად დაეფინო ჭორფლებს.... მერე სახლის მხრიდან ცოლიც გამოჩნდება, ხელში კალათით და დოქით... სოფლის ეკლესიის ხატი გახსენდება ფიციც საკურთხეველს რომ თქვი... მზეზე თაველები ლურჯად ელვარებენ დაისს სხვა ფერებში ბურდავს... და ეს წამიერი თვალის შეპარება სიცხეს დააბრალო უნდა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი