ჩამოდიან დღეები
ჩამოდიან დღეები, კვირეები, თვეები... წელიწადებს დინჯი აქვს, ნაბიჯი და მიდგომა დროის ნაკადულები, დროის მდინარეები სიცოცხლის ძაფს იხვევენ, საშიშია მინდობა. ვიღაც გალიაშია, ვიღაც დროს კლავს ღვინოში, ვიღას ფლანგავს სიცოცხლეს, ხარჯავს უმისამართოდ ზოგი ცხოვრობს ზღაპარში, ზოგი ცხოვრობს კინოში... ზოგი მარტო დარბის და ზოგი იგებს მარათონს... არაფერი იცვლება, ისევ უშინაარსო, უმიზეზოდ, უსახოდ, და უმზინოდ მივქივართ ერთი ორი კაცია ალბათ ღმერთთან ბაასობს, დანარჩენი უაზროდ მოვდივართ და მივდივართ. ჩამოდიან დღეები, კვირეები, თვეები... წელიწადებს კი მოსდევს საუკუნის ქმედება... დროის ნაკადულები, დროის მდინარეები ღმერთის ამოუხსნელი, სრული შემოქმედება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი