მიდიხარ...


მიდიხარ, ირღვევი ძაფებად
სურვილით ნაქსოვი ბაფთის...
ოცხანურ საფერეს ლაქებად
დაიმჩნევს ზეწარი ტახტის...

არ გინდა მოხედვის კადრებაც
ამაყი ნაბიჯით გასწი,
ვთვრები და იშლები კადრებად,
მეცლები...იცლება ყანწიც.

გადაჭრი ირიბად ეზოებს,
მაჯაზე დაიხვევ თასმას...
მიაქნევ მხრებსა და თეძოებს
და ჰგავხარ დაისის გასმას...

წახვედი...ჩაკალი მიზნები!
თვალს ვახელ ჩემს მკლავზე გხედავ...
და შემრცხვა საკუთარ სიზმრების,
რომლებსაც უშენოდ ვბედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი