თენდება...თვალებში
თენდება თვალებში ცრემლი გაქვს, წუხანდელ ბურუსებს ფანტავ, ტკივილის სიმძიმეს გრდემლი ჰგავს, თან ვნების სხივებიც გლანდავს... სარკეში იწეწავ კრუტუნით, ვნებისგან აბურდულ ქერა თმის დალალს...და ღამის რუტინულ ლამაზი სიტყვების გჯერა ! აზმორებ... და ვნება გასუსტებს მოწყევტით ეცემი საწოლს... იზომებ ღიმილით სტატუსებს სიყვარულს, საყვარელს, ხან ცოლს... თენდება თვალებში ცეცხლი კრთის ხარ როგორც ველური კატა... ცალ მუხლზე, ბეჭედით, ხელისთვის წუხანდელ ბურუსებს ფანტავს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი