ბალზე ვზივართ
ზეცა გაღუნული, თვალი გაბზარულია, სამშობლო კი გამყიდველს, მოტყუებით ვაჩუქეთ, მტერს ვაქებთ და ტაშს ვუკრავთ,ნეტა რა ქართულია, ვინც გაბედავს სიმართლეს, ციხეებით ვაჩუმებთ. სისხლი ისე იღვრება, თითქოს წყალი ონკანის, და თემიდა უჩივის სასამართლოს მარწუხებს ვცვლით მთავრობებს, სამშობლო მერამდენედ მოვკალით, ლაჩრობა რომ მოდაა, აღარავის აწუხებს ! ბნელა ცნობიერში და ყვირილის არ გვაბედინებს, ენა ჩახერგილია ბარბარიზმით სლენგებით, რა გვჭირს? ვიგერიებდით როცა ჯალალ ედ დინებს, ფეხებსაც კი ვერ გვჭამდნენ როცა თემურ ლენგები ... ღმერთიც ბევრჯერ გავყიდეთ, და ვერ ვარქმევთ სახელებს მღვდლები იარაღებით კეკლუცობენ დედებთან, მონაზვნები ცოდვებში სხვა მონაზვნებს ამხელენ... ქრისტეს აღარ ვუჩოქებთ, მტერს შუბლს ვუკრავთ ფეხებთან... ქართულ სულის სიცხელე ასე სად გაილია, ასე გამყიდველიან, მოღალატე ვაჭრიან... თუმც მეორე სამება დაგვიტოვა ილიამ მაინც ბალზე ვზივართ და იმ ბალს ძირში გვაჭრიან !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი