მიზეზი


ზეცის ყველა ნაჭერი, გაიყიდა ღმერთებზე,
სისხლის ყველა გუბეში, მადლის წვეთიც ერია...
სამოთხისას ქმნილებებს, ჯოჯოხეთურ გველთევზებს,
ერთი შემოქმედი ჰყავთ? შემშლის ეს მისტერია...

რამდენ წიგნებს დაწერენ, ყრია სასწაულები,
ერთი პარალელია ხელმწიფიდან  მონამდე...
ისე ამოწურვადი არის როგორ ულევი,
კიდევ გამოგზავნიან, საჩვენებელ ხომალდებს !

კოდი დაწერილია, როგორ ყველა წიგნები,
ასტროჰიპოთეტური შეცდომების დაშვება,
ახლანდელი ფიზიკით მარად რომ ვერ ვიქნებით,
სკოლის თემად დაწერეს ოროსანმა ბავშვებმა.

მალე გადაგვაწერენ თავზე სულ სხვა არსებებს,
რწმენის საქმე ესაა, მყისვე ლოცვას განდომებს...
წამში დაგვანახებენ, როგორ ვერ ვიარსებებთ,
პეფექციონისტები ღმერთს აცლიან ატომებს...

ჩემი გადასახედი უფრო ღვთაებრიავია,
შექმნის მიზეზს კითხულობს, გონიერი არსება,
ჩვენი აღქმის რეგისტრით რომელი მარტივია?!
რთული არის მიზეზი, ადვილი დაარსება !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი