სპირალი
კოსმოსური ნათება მცირე პროცესიებში, დაწყვილება კოდების უდრის ორზე გაყოფას, ერთი განათება და შეგვიტანენ სიებში, როგორც დედამიწაზე მოსვლის ნება-თანხმობა. სრული წყვდიადებიდან მოდის სისხლით შობილი, ყველა, ვინც შეისუნთქავს ატმოსფეროს ნაზავებს, როგორც გამთენიისას სამჯერ უარყოფილი, მამის სიმართლესა და ჩვენს სასჯელებს აზავებს. მაგრამ დაუტეველი არის მცნება წიგნებად, და არავინ არ იცის დასაწყისი ნამდვილი... გენეტიკურ დონეზე მიზანია: მიგნება, სად აბრუნებს ყველაფერს და იქამდე მანძილი... კოსმოსური სპირალი, გენშიც ახვევს სპირალებს, ჩართულია იმპულსი, წამი ლამის გავიდა... ერთ დღეს გენიალური ტვინი ააყირავებს ყველაფერს და... მაშინვე დაგვიწყებენ თავიდან !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი