კაფე "ნაუ"


ბიჭი იღებს "კამპარის",
გოგო იღებს "აპეროლს",
მაგიდაზე ლამპარი,
თან თამაშობს ღამეც როლს...

თმებს უსწორებს ყურებზე,
და სათველის მწვანე ტარს,
ფერება და ყურება...
არ აკეთებს ნამეტანს !

თითქმის ერთი წელია
ასე სამჯერ კვირაში...
ერთმანეთს რომ ელიან
შებინდების ხილვაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი