ჩანერგილი წიგნები ***


ჩანერგილი წიგნები, წერენ ახალ სხვა წიგნებს,
ყდის ფერებიც იცვლება, ღია ფერით მუქამდე,
ისე ჩახლართულია, რომ ვერავინ გაიგნებს,
გზას ან ბილიკს, დაადგეს, დამპალ ხვრელის შუქამდე...

არაფერი არ ვიცით, ვფიქრობ: -რა საჭიროა,
კოსმოსური ნახტომი, ან გახლეჩვა ბირთვების,
ცოტა სულელური და თანაც სასაცილოა,
საუკუნის გეგმები, თუკი ხვალ არ ვიქნებით.

ამის გარანტია, კი აქვს ავტორს და რეჟისორს,
ამ უთვალავ გზათა და ფერთა შემოქმედებას,
ჩვენ აღთქმული სამოთხეც რომ მოგვცენ და გვეღირსოს,
გავაჯოჯოხეთებთ და არაფერი გვექნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი