ქუჩის მასკარადი


უფრო ლექსი გასველებს, ვიდრე წვიმის შხაპუნი,
სხმარტალებ და ტკვარცალებ, როგორც ჩქერში ლიფსიტა,
ყელზე ჩამოგეღვარა თითქოს და შამპანური,
თან შენატყორცნ ხარბ მზერებს, როგორც სარკე ისხლიტავ...

მიირხევი ქუჩებში, როგორც ჭადრის შრიალი,
წვიმამ თავი დაიხჩო შენი თვალის გუგებში...
ისე ცენტრში ჩამხვევი ვით ტორნადოს ტრიალი,
ისე უსათუთესი, ვით დაჭრილის ნუგეში...

თეთრი კანით ელავდი, როგორც ოქრო ნარჩევი,
წვიმამ თავი დაიხრჩო ოქროს თმების კასკადში ...
შენი ჩავლის მანერას და სუნამოს არჩევენ...
ჩავექსოვე ჩემს წილად ქუჩის ამ მასკარადში.

10.09.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი