ფიქრიანი შემოდგომა
სუნი საშემოდგომო, აზელილი ტალახთან, ეჰ ზაფხულის სავანე, რა მზეები, რა ცები... დამტვრეული შუბები, ცუდად შეჭრილ ბალახთა, შიში ცელქად მორბენალ ბავშვთა უცებ დაცემის. მდინარეში თევზები, შექუჩული ნაპირთან, ხიდან ცვივა ოქროში გავლებული ფოთლები, ო შუშებო რესტორნის, გარე ვახშამ ადგილთა, ლამის შებინდებისას ოდნავ შეიორთქლებით. ემპათიურ სეგმენტებს ნელა ვიღებ სულიდან, ისეთია დაისი ფიქრში კიდეც ვიშვილე... დონ კიხოტის სურვილით მოშავო საფულიდან, ოქროს ვაყრი დროის ქარს მკერდმიშვერილ წისქვილებს. ნელა იწევს მთვარისკენ, მოხუც ფიჭვთა ტოტები, და ნელ-ნელა დარდისგან ლექსის ალზე ვიწვები... ქარზე გატანებული, ფიქრნარევი ნოტებით, იმსხვრევიან ტერფებ ქვეშ, გარდაცვლილი წიწვები. 09.09.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი