დაისი


თეთრი ნოტები, უფრო თეთრია,
ფერში ერევა ცას და ზვრის ფერებს...
ამ მუსიკაში ისე ლექსია
რომ ამ ლექსშია რასაც იმღერებ...

საუკუნეებს დასცხათ სპირალში
გენეტიკური ცეცხლის ტარება...
როკვა გაშლილი ღვთიურ მირაჟში
ნოტი, გრაცია და ნეტარება...

უსმენ კიარა სუნთქავ ჟანგაბადად
ხედავ კიარა სულში გეწნება,
ყველა ღვთიური ნოტი აბარგდა
და ჩამობარგდა შემოქმედებად...

ისე გაგხანჯლავს სულში ქიმერებს
ღმერთის დასანახ ფანჯრებს მიწაზე
ამას თუ ისმენ კი დაიჯერებ
კი დაინახავ და კი იწამებ !

ყველა ნოტები უფრო თეთრია
სულში აგირევს კორიანტელებს
ამ მუსიკაში ისე ლექსია,
რომ რაც არ გჯერა იმას გაჯერებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი