ორი ძეგლი


ირღვევა ზეცის მყუდროება, ღამეა რადგან,
უხილავ მფრინავ არსებებთან ვარსკვლავი დახტის
მათ შეუძლიათ ერთდროულად იცეკვონ  ათგან,
ბრდღვიალებს მთვარე ამ სურათის მოთეთრო რახტი.

ჩიტებსაც სძინავთ, ქანდაკებას ლომი ჰბანს ფეხებს,
მარმარის ლომი, მეორე და მესამეც თეთრი,
ნათელი მთვარის შეერია გაფანტულ შხეფებს,
და დგას ამაყად გამარჯვების - ბრინჯაოს ღმერთი.

ჩამოდის ციდან ამ ქაოსში, მხატვართა დასი,
მექელანჯელოს აჩრდილები ხატავენ კედლებს,
ლომების თავზე აღმართულა  ჩუქურთმა თასის,
სიმბოლოდ იმის, გადარჩენა თუ როგორ  შეძლეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი