ქალი ფანჯარაში


-გამოდი შენი ქერა თმების დაუშვი კიბე,
ან შავი თმების დალალები დაუშვი მიწას,
ანდა წითური, შინდისფერი ან თუა კიდევ
რამე, სულ ერთი კი იქნება ოღონდაც მიზანს

არ უნდა აცდეს, შენი ვნების ცისფერი ბურთი,
ღამის სიშავეს რომ არ მისცე უფლება დარდის
გახსენი შენი მოვერცხლილი პანდორას ყუთი,
და სიყვარულის ლაბირინთის ის მწველი ფანდი

გამოიყენე, ათასი წლის სიძველის ქვიშას,
კვლავ შეურიე ვარდის ფურცლის ზეთები, ფერი...
ახალ მსხვერპლს სანამ გულის გულში დაადებ ნიშნას,
გაფანტავ როგორ უდაბნოში ქარბუქის მტვერი.

ფანჯარა იტევს მარადიულ ცელქობას მდედრის,
და მისაწვდომის მეტაფორას აღვიძებს მარად...
ესაა ბედიც , განაჩენიც, სასჯელიც, ხვედრიც
ყოველთვის მეტიც და იმავ დროს არასდროს კმარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი