გამოჰქცევიხარ სამშობლოდან


გამოქცევიხარ სამშობლოდან ტკივილს და სევდას,
გადაგვარებას შენი ჯიშის და მონურ აღქმას,
ურჯულოს სისხლი, შენს წინაპრის საძვალეს ჯეგავს,
შენივე სისხლი ფულს იღებს და გულში გცემს ლახვარს...

გამოქცევიხარ არა შიშს და ლაჩრობის ლანდებს, 
საკუთარ სისხლში არ გინდა რომ ურიო დანა,
არც დავითი ხარ, სოლომონი, ან ვისაც ანდეს
სამშობლოს ბედი, ადვილია კაცისკვლა განა?

თან საკუთარი, ეთნიკური შტო გიგებს მახეს,
როცა ხედავ და არაკაცი მატულობს ირგვლივ,
ან უნდა იყო ის "დიდება ვინც ზურგით ნახეს",
ანდა მეორე ნათლობისას ზიდავდე გვირგვინს...

არადა ითხოვს ტვინის გასხმას ჰაერში ღრუბლად,
ცოდვის ჭაობში, ქრთამის ხათრით გველივით ცოცავს,
მტერს პურ-მარილით დახვდებიან ლაქუცით ზღურბლთან,
პატივის ნაცვლად ათხოვებენ დროებით ცოლსაც.

გამოქცევიხარ რადგან არ გაქვს უფლება ჩეხვის...
არადა ითხოვს ნაძირალა რამდენი ირგვლივ,
ან უნდა ზეცის სამართალის გამგლეჯი მეხი,
ან ხმალი მისი ვინც მეორე ნათლობის გვირგვინს

ატარებს, თან და ყველა ღამეს გელათში ათევს,
პოეტებს მხოლოდ გვესიზმრება და ძილში გვიმხელს,
როგორ აბარებს ნაწრთობ რკინას მტრებისთვის სათქმელს,
როგორ დასხიპა თავები და ქუსლები "ვირთხებს"...

გამოქცევიხარ სამშობლოდან ტკივილს და ღალატს,
საშველი არ სჩანს, მხოლოდ სიტყვის უფლება შეგრჩა...
ფუ შენ კაცობას, ფუ შენს ფუძეს, დედას და მამას,
სიტყვასაც თუ არ წააშველებს სამშობლოს ბეჩავს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი