ქერა თმებს ***


ქერა თმებს, ოვალებს წარბებ ქვეშ ცისფერებეს,
გაიტან სკვერში და...არა ხარ მარტივი
ხუთი წლის ბიჭებიც, მგლებივით  გიცქერენ
დიდების მზერა კი გაჭრილი კარტივით

ეყარა მიწაზე...სურნელით ჩაჭედე,
ისედაც კაშკაშა, ელვარე პროფილი
ბევრისთვის იყავი ოცნება საბეჭდე,
სურვილიც ძლიერი თან უარყოფილი.

მე მიყვარს ასეთი წუთების შეხედვა,
თვალს ჭრიდი, ვით ლერწამს ელვარე მაჩეტე...
გოგონებს უნდოდათ მაგ თმებზე შეხება
ბიჭების სუთქვა და მზერები წახვეტე.


ქერა თმებს, ოვალებს წარბებ ქვეშ ცისფერებეს,
გაიტან სკვერში და...არა ხარ ადვილი...
ბიჭები, (დიდებიც) მგლებივით  გიცქერენ
გოგონებს შური აქვთ, მართლა და ნამდვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი