შენ ვისაც ***


შენ ვისაც არ გაქვს არაფერი ჩემთან საერთო,
არც კი გიცნობ, თან წვიმებია გარეთ მოცუდო...
ვხედავ, მეორე კოქტეილით გინდა  გაერთო,
ბარში მთვრალი და ვერ გავიგე სვამ თუ ლოცულობ...

ალბათ რეპს უსმენ, ტატუების ენის მიხედვით,
მე კი შოპენს და მორიკონეს, ბახს და ბეთჰოვენს
შენ სასმელისთვის ფეხარევით როცა მიხვედი,
სიტყვა მქონდა და დაუსხითქო, ბარმენს მე ვთხოვე...

-აღარ ვეწევი !
 მომაწოდე უკვე მეასედ,
და ლამის თავი ჩამოარტყა, მაღალ მაგიდას
შენსავით მთვრალებს გარეთ უკვე წყალი შეასხეს,
შენ კი ჩაცმა და სახლში წასვლა ჯერაც არ გინდა.

წვიმს, ხარ უქოლგოდ, და უსახოდ... ყელზე მეხვევი,
გინდა მითხრა, რომ გიყვარვარ და ჩემთან მოგინდა...
გსვამ შენს სკამზე და გაგისწორე ტყუპად ფეხები,
სწრაფად გშორდები, შენს ქურთუკს და ჩანთას მოგიტან...

კართან მანქანა გელოდება, ისევ სასმელებს
წრუპავ და მეძებ, თვალებით და მთელი არსებით,
გარეთ გავარდი, ქარია და წვიმაც გასველებს
და გაგიღებენ მანქანის კარს სულ სხვა კაცები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი