არაფერია ყველაფერში ***
არაფერია ყველაფერში მაინც ბოლოში, არ ეწევი თუ ეწევი თუ სვამ თუ არა სვამ, მტერს ჩააწვენ თუ ჩაგაწვენენ აქეთ ორმოში, შენ გახარჯავენ, თუ სუყველას იქით ახარჯავ ! დრო გადაირბენს, მთების წვერებს, ყინვებს, დარებსაც, თეთრდება თმები, კადრში რჩები ვით ნეგატივი, მერე სიკვდილი...მერე არის კვლავ დაბადება... და არაფერი, არაფერი არის მარტივი !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი